განახლებული ვერსია S.T.A.L.K.E.R-ის ფანებისთვის - Enhanced Edition გამოდის
S.T.A.L.K.E.R-ის გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი ვრცელდება. 20 მაისს Legends of the Zone Trilogy Enhanced Edition გამოდის, რომელიც თამაშის სამივე ნაწილს გააერთიანებს (Shadow of Chornobyl, Clear Sky და Call of Prypiat). მთავარი ამბავი ისაა, რომ ახალი ვერსია თანამედროვე კონსოლებს იდეალურად მოერგება და S.T.A.L.K.E.R-ის სამყარო დახვეწილი გრაფიკული გამოსახულებით იქნება შემოთავაზებული.
უფრო დეტალურად რომ ვთქვათ: თამაშში ვნახავთ გაუმჯობესებულ განათებას, ჩრდილებს, წყლის ეფექტებს, მაღალი ხარისხის ტექსტურს, დეტალურ მოდელებსა და 4K ვიდეო სცენებს. ასევე PS5-ისა და Xbox Series X-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა რეჟიმი აირჩიონ.
PC-ის გეიმერებისთვის ახალი ვერსია Steam Deck-ზე იმუშავებს. თუ ეს თამაში უკვე გაქვთ, მაშინ განახლება უფასო იქნება. ყიდვის შემთხვევაში 40 დოლარი ეღირება. განახლებული ვერსია იდეალურია, როგორც ძველი ფანებისთვის, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის.
S.T.A.L.K.E.R. ცნობილია უნიკალური ატმოსფეროთი, რომელიც ჩერნობილის ზონაზეა დაფუძნებული. ეს თამაშები გამოირჩევა ღია სამყაროთი, გადარჩენის ელემენტებით, საინტერესო ამბითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც ცვლიან თამაშის სცენარს.