რატომ გადაიდო GTA 6-ის გამოსვლის თარიღი? მიზეზები და შეფასებები
თუ გეიმინგში ოდნავ მაინც ერკვევით, ამ თამაშის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად გექნებათ - Grand Theft Auto, იგივე GTA. წელს თამაშის მე-6 ნაწილი უნდა გამოსულიყო, მაგრამ გადაიდო. Rockstar Games-ის საკულტო თამაშს გეიმერები განსაკუთრებულად ელიან. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსგავსი მოლოდონი გეიმინგში აქამდე არცერთ თამაშზე ყოფილა. და მაინც: რატომ გადაიდო GTA 6-ის გამოსვლის თარიღი?
დავიწყოთ Rockstar Games-ის ოფიციალური განცხადებით: “ძალიან ვწუხვართ, რომ იმაზე მეტ ხანს გიწევთ მოცდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. Grand Theft Auto-ს მიმართ ინტერესი ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივია. მიზანი ყოველთვის თქვენი მოლოდინების გამართლება იყო და GTA 6 გამონაკლისი არ არის”.
რეალურად კომპანიამ დამატებით დრო იმიტომ აიღო, რომ უფრო მაღალი ხარისხის თამაში შექმნას. რა თქმა უნდა, ამაში ლოგიკა არის, მაგრამ გამოსვლის თარიღის ცვლილება და ყველა ინფორმაციის გასაიდუმლოება, არასერიოზულია. თამაშის შესახებ ერთადერთი ოფიციალური თრეილერი მოიპოვება და ისიც 2023 წელს გამოსული.
თამაშის გამოსვლას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს, ამ ინფორმაციებს გეიმინგ ინსაიდერები გვიზიარებენ: პანდემიის დროს Rockstar Games-ის თანამშრომლები სახლიდან მუშაობდნენ, რამაც პროექტის განვითარება შეაჩერა. ოფისში დაბრუნებულ თანამშრომლებს კი ადაპტირება გაუჭირდათ, შეიცვალა მუშაობის კულტურა და პროქტი კიდევ უფრო შენელდა.
დაიწყო ტექნიკური გამოწვევები და პლატფორმების შეზღუდვები. როგორც ვიცით, GTA 6 თანამედროვე კონსოლებზე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამ პლატფორმების მომხმარებელთა ბაზა ჯერ კიდევ შეზღუდულია. ეს ფაქტორი Rockstar-ს აიძულებს, რომ გამოსვლის თარიღი ისე დაარეგულიროს, რომ მაქსიმალური რაოდენობის მოთამაშეს ჰქონდეს თამაშზე წვდომა. ამ ყველაფერს დაემატა ფინანსური სტრატეგია და ხარისხზე ორიენტირება.
ახლა თამაშის ოფიციალურად გამოსვლის თარიღი ვიცით - 2026 წლის 26 მაისი. Rockstar Games-ს აქვს იმისთვის დრო, რომ GTA 6-ის სრულყოფაზე იმუშავოს და მომხმარებელთა მოლოდინები გაამართლოს.