საიდუმლო სამყარო, რომელიც უნდა ამოხსნა! რა ვიცით Blades of Fire-ის შესახებ
სამოქმედო-სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულებისთვის ახალი თამაში გამოდის - Blades of Fire. თამაში ძალიან საინტერესო სიუჟეტით, საბრძოლო ტექნიკითა და იარაღების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოქმედება ვითარდება სამყაროში, სადაც მთავარი გმირია არან დე ლირა - მეფის მემკვიდრე, რომელიც დედოფალს უპირისპირდება. იგი უძველეს ჩაქუჩს ფლობს, რომლითაც შესაძლებლობა აქვს ახალი იარაღები შექმნას. მოთამაშეები სწორედ ამ გმირს აკონტროლებენ.
თავსატეხებით აღსავსე თამაში ძალიან დახვეწილ გრაფიკულ გამოსახულებას გვთავაზობს, ეს ამბავი კი გეიმერებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ მტრების დასამარცხებლად პრიორიტეტულია იარაღის სწორად შერჩევა, რადგან ზოგიერთი მტერი გარკვეული ტიპის იარაღზე უფრო მგრძნობიარეა.
თამაშში საბრძოლო ტექნიკა Devil May Cry-ისა და God of War-ის მექანიკებს მოგაგონებთ. მასში წარმოდგენილია 7 ტიპის იარაღი, მათ შორის გრძელი მახვილები და შუბები. მოთამაშე იარაღის შექმნისას თავად განსაზღვრავს სიგრძეს, ფორმასა და მასალას, ეს კი იარაღის გამძლეობაზე გადამწყტვეტ როლს ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით მთავარ გმირთან ერთადაა ახალგაზრდა მეცნიერი ადსო, რომელიც მას, არა მხოლოდ გზის ჩვენებაში ეხმარება, არამედ თამაშის სამყაროს შესახებ ინფორმაციასაც აწვდის. მოკლედ, ვრცელი და მრავალფეროვანი გეიმფლეი ბევრ საინეტერსო დეტალს წარმოგვიდგენს.
Blades of Fire-ის გამოსვლის თარიღი 22 მასია. თამაშის ღირებულება დაახლოებით, 60 დოლარია და ხელმისაწვდომი შემდეგ პლატფორმებზე იქნება: Microsoft Windows, PlayStation 5 და Xbox Series X/S.